გერმანული ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის, Mercedes-Benz Group AG-ის, 2025 წელს წმინდა მოგება თითქმის განახევრდა, ხოლო შემოსავალი 9.2%-ით შემცირდა, ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებაში.

წმინდა მოგებამ 5.331 მილიარდი ევრო შეადგინა 2024 წლის 10.409 მილიარდ ევროსთან შედარებით, შემოსავალმა კი 132.2 მილიარდი ევრო 145.6 მილიარდ ევროსთან შედარებით.

პროცენტების და გადასახადების გადახდამდე (EBIT) მოგება განახევრდა 13.6 მილიარდი ევროდან 5.82 მილიარდ ევრომდე.

Visible Alpha-ს მონაცემებით, ანალიტიკოსებმა საშუალოდ EBIT 6.6 მილიარდ ევროდ, ხოლო შემოსავალი 134 მილიარდ ევროდ შეაფასეს.

ვრცლად interfax - ზე