სწრაფი კვების რესტორნების მსოფლიოში უმსხვილესმა ქსელმა, ამერიკულმა McDonald's-მა წმინდა მოგება მეორე კვარტალში თითქმის გაორმაგდა და კორექტირებულმა მაჩვენებელმა და შემოსავალმა ბაზრის პროგნოზებს გადააჭარბა.

McDonald's-ის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, აპრილ-ივნისში კომპანიის წმინდა მოგებამ, გასული წლის ანალოგიური პერიოდის 1,19 მილიარდ დოლართან შედარებით, 2,31 მილიარდი დოლარი იყო. მოგება აქციაზე $1.6-დან $3.15-მდე გაიზარდა.

დაზუსტებული მოგება აქციაზე, ერთი წლის წინანდელი 2,55 დოლარიდან, 3,17 დოლარამდე გაიზარდა. FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები თითო აქციაზე საშუალოდ 2,78 დოლარს ელოდნენ.

კომპანიის კვარტალური შემოსავალი 14%-ით გაიზარდა და 6,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

McDonald's-ის (რესტორნები, რომლებიც ერთ წელზე მეტია გახსნილი) გლობალური შედარებითი გაყიდვები აპრილ-ივნისში 11,7%-ით გაიზარდა. აშშ-ში გაყიდვები 10.3%-ით გაიზარდა.

McDonald's-ის აქციები ხუთშაბათს ადრეულ ვაჭრობაში 2%-ით გაიზარდა.