McDonald’s-მა მესამე კვარტალში $2.32 მილიარდის წმინდა მოგება მიიღო

კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, მას თითო აქციაზე $3,19 მოგება ჰქონდა, რამაც უოლ-სტრიტის მოლოდინს გადააჭარბა. Zacks Investment Research-ის მიერ გამოკითხული 14 ანალიტიკოსის საშუალო შეფასება აქციაზე $3-ის მოგება იყო.

მაკდონალდსის შემოსავალი 14%-ით გაიზარდა და $6,69 მილიარდს მიაღწია, რამაც ასევე გადააჭარბა ანალიტიკოსთა მოლოდინებს, რომელიც $6,57 მილიარდი იყო. კვარტალში გლობალური გაყიდვები 8.8%-ით გაიზარდა, რაც StreetAccount-ის ვარაუდით 7.8% უნდა ყოფილიყო.

ამასთან, აშშ-ში არსებული „მაკდონალდსის“ ტრაფიკი შემცირდა, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის კრის კემპჩინსკის თქმით, რესტორნების ინდუსტრიის მასშტაბით, მომხმარებელი, რომლებიც $45,000-ზე ნაკლებს გამოიმუშავებენ, რესტორანს ნაკლებად ხშირად სტუმრობენ, რაც მაკდონალდსის ტრაფიკის შემცირებას იწვევს.

„ჩვენ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ იმ მომხმარებლის ქცევას, რომლებიც $45,000-ს გამოიმუშავებენ და შევთავაზოთ ისეთი ღირებულება, რომელიც მათთვის მისაღები იქნება“, - თქვა კემპჩინსკიმ.