კილიან მბაპესა და მის ყოფილ გუნდს, „პარი სენ-ჟერმენს“ შორის დიდხნიანი სასამართლო დავა ფეხბურთელის გამარჯვებით დასრულდა.

მიღებული გადაწყვეტილებით, ფრანგულმა სასამართლომ ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს ფეხბურთელისთვის 61 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.

გუნდსა და ფეხბურთელს შორის დავის საგანი “პსჟ-ს” მხრიდან მბამპესთვის გადაუხდელი ანაზღაურება იყო. საფრანგეთის შრომის სასამართლომ დაასკვნა, რომ პარიზულმა გუნდმა მას ხელფასი და ბონუსები მისი კლუბში ყოფნის ბოლო პერიოდში უკანონოდ დაუკავა.