აშშ-ს სოციალური დაცვის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა განაახლოს მონაცემები თავის რეესტრში, მას შემდეგ რაც აღმოჩნდა, რომ ის შეიცავს 120-დან 369 წლამდე მილიონობით ამერიკელის მონაცემებს. ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი (DOGE) იტყობინება, რომელსაც ბიზნესმენი ილონ მასკი ხელმძღვანელობს.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში, სოციალური დაცვის ადმინისტრაციამ დაიწყო მისი ჩანაწერების გაწმენდა. დაახლოებით 3,2 მილიონი [სოციალური უსაფრთხოების] 120 წელზე უფროსი ნომრის მფლობელი ახლა მონიშნულია როგორც „გარდაცვლილი“. „კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი“, - ნათქვამია DOGE-ს სოციალურ მედიის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ცნობისთვის, თებერვლის ბოლოს ილონ მასკმა გააკრიტიკა აშშ-ს სოციალური დაცვის სისტემა და უწოდა მას "შესაძლოა ისტორიაში ყველაზე დიდი თაღლითობა". მან მოიყვანა მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ შეღავათების მიმღებთა რაოდენობა აჭარბებს ქვეყნის მოსახლეობას და მათ შორის არიან 369 წლამდე პირები.