ილონ მასკის ამერიკული ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი xAI Corp 4.3 მილიარდი დოლარის სააქციო დაფინანსების მოზიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, იტყობინება Bloomberg კომპანიის მიერ ინვესტორებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

სააგენტოს ცნობით, ივნისის დასაწყისში სტარტაპმა 300 მილიონი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა და ასევე 5 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხები მიიღო. მას ახალი დაფინანსება სჭირდება, რადგან მანამდე მოზიდული თანხების უმეტესი ნაწილი უკვე დახარჯა.

xAI-ს ასევე შეუძლია მიიღოს 650 მილიონი დოლარის ფასდაკლება მისი ერთ-ერთი მწარმოებლისგან, რაც სტარტაპს ხარჯების შემცირებაში დაეხმარება.

xAI მასკმა 2023 წლის ივლისში დააარსა. Grok AI მოდელის პირველი ვერსია იმავე წლის ნოემბერში გამოვიდა, ბოლო (მესამე) კი 2025 წლის თებერვალში. Bloomberg-ის ცნობით, xAI პირველი კვარტალის ბოლოს დაახლოებით 80 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

დაარსების დღიდან და მიმდინარე წლის დასაწყისამდე, xAI-მ დაახლოებით 14 მილიარდი დოლარი მოიზიდა.

წყარო: interfax