„მარცვლეულის შეთანხმების“ განახლების პერსპექტივა ახლა არ არსებობს. უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის სხვა გზები უკიდურესად სარისკოა“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ თემაზე საუბრები აღარ მიმდინარეობს.

„რაც შეეხება სხვა მარშრუტებს (უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის), ისინი სახიფათოა, სავსეა რისკებით“, - ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტის პრესმდივანმა და დასძინა, რომ „ეს ალბათ უფრო მეტად სადაზღვევო კომპანიებისა და კომერციული გემთმფლობელების თემაა, რომლებიც ამას ახორციელებენ“.

იქ ყველამ უნდა იცოდეს, რომ მაქსიმალური რისკებით მუშაობენ“, - აღნიშნა პესკოვმა.