„მკაცრად ვგმობ რუსეთის ცინიკურ ნაბიჯს, შეაჩეროს „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“, - ასე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ოფიციალური მოსკოვის განცხადებას მარცვეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ. მისი თქმით, რუსეთის ეს ნაბიჯი ცინიკურია.
„მკაცრად ვგმობ რუსეთის ცინიკურ ნაბიჯს, შეაჩეროს „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“, მიუხედავად გაერო-სა და თურქეთის ძალისხმევისა. ევროკავშირი მუშაობს, რათა უზრუნველყოს სურსათის უსაფრთხოება მსოფლიოში ყველაზე დაუცველებისთვის“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიანმა.