„ლივერპულის“ ყოფილმა მეკარემ, სანდერ ვესტერველდმა გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე Liverpool Echo-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
„ძალიან გამიკვირდა, როდესაც „ლივერპულმა“ გიორგი მამარდაშვილი შეიძინა. ამ ბიჭს კარგად ვიცნობ, ესპანეთის ლა ლიგას თვალს ხშირად ვადევნებ და ვიცი, რამდენად კარგი მეკარეა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ნიდერლანდურ ტელევიზიაში ვთქვი, რომ მამარდაშვილი ტურნირის საუკეთესო მეკარე იყო.
ცოტათი უცნაურია, რომ „ლივერპულთან“ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ძველებურად ვეღარ თამაშობს. ჩემი აზრით, ალისონი ნომერ პირველი მეკარე იქნება, ხოლო მამარდაშვილს მასთან კონკურენცია მოუწევს“.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მეკარე, ინგლისურ გრანდს ზაფხულში შეუერთდება.