ესპანეთში, მალაგაში, მოქალაქეების საბინაო პრობლემების გადასაჭრელად, ქალაქის 43 უბანში, ტურისტებზე საცხოვრებლის მცირე ვადით გაქირავება აიკრძალება. „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, რომ ამის შესახებ Reuters იტყობინება.

მალაგას საკრებულოს მიერ გამოცხადებული აკრძალვა გავლენას მოახდენს იმ ტერიტორიებზე, სადაც სახლების 8%-ზე მეტზე მოდის მოკლევადიანი გაქირავება.

ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მალაგას ცენტრში მოკლევადიანი საცხოვრებლის გაქირავება ტურისტთა განსახლების მთლიანი რაოდენობის 65%-ს შეადგენს.

ამ ტერიტორიებს აქვს უფრო მაღალი ქირა და ნაკლები მცხოვრები, თქვა საკრებულომ და დასძინა, რომ ყოველწლიურად გადახედავს შეზღუდვებს.

ქალაქის მერმა, ფრანცისკო დე ლა ტორემ, ასევე გაუგზავნა წერილი ტურიზმის მინისტრს ჟორდი გერეუს, სადაც სთხოვდა ნებართვას დასასვენებელ სახლებში ღამისთევის გადასახადის შემოღების თაობაზე, რომელიც გამოყენებული იქნება სოციალური გაქირავების სუბსიდირებისთვის.