მაკდონალდსი ისრაელში ფრენჩაიზირებულ ყველა რესტორანს იყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სწრაფი კვების ქსელი ბოიკოტის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც ისრაელის ჯარისკაცებს უფასო კვება შესთავაზა.

მაკდონალდსის კორპორაციამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ შეიძენს Alonyal-ს, რომელიც ფლობს 225 მაკდონალდსის რესტორანს ისრაელში.

გარიგების პირობები არ გახმაურებულა.