ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთისგან ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიწოდების პროცესი დაწყებულია. ამ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

„რუსეთის მიერ მიწოდებული იარაღი სამჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე 1945 წელს აშშ-ს მიერ ჰიროსიმასა და ნაგასაკიზე ჩამოგდებული ბომბები“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, ქვეყანამ რუსეთისგან უკვე მიიღო შესაბამისი ბომბები და რაკეტები.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდან ეს რუსეთის ფარგლებს გარეთ ბირთვული იარაღის განთავსების მოსკოვის პირველი ნაბიჯია.