ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო წელს მეორედ გაემგზავრა ჩინეთში სამუშაო ვიზიტით, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ლუკაშენკო პეკინში მოლაპარაკებას გამართავს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან.

„მოლაპარაკებები ბელარუსის პრეზიდენტსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის პეკინში გაიმართება“, – აცხადებენ ლუკაშენკოს პრესსამსახურში.

დღის წესრიგშია სავაჭრო, ეკონომიკური, საინვესტიციო და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები.