Lufthansa-მ, გაკოტრებული Alitalia-ს ბაზაზე შექმნილი იტალიური გადამზიდავი, ITA Airways-ის 41%-იანი წილის შესყიდვის შესახებ გააფორმა ხელშეკრულება. გერმანული ავიაკომპანია მომავალში ITA Airways-ის 90%-ს იყიდის. ამის შესახებ Euronews-ი წერს.

გარიგება 325 მლნ ევროდ შეფასდა.

გერმანული ავიაკომპანია აპირებს განაახლოს და გაზარდოს იტალიური ფლოტი, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და მიმდინარე წელს 2,5 მილიარდ ევრომდე გაზარდოს ITA Airways-ის შემოსავალი. ბიზნეს-გეგმის მიხედვით, 2027 წლისთვის ავიაკომპანიის შემოსავალი 4,1 მლრდ ევრო უნდა იყოს.

Lufthansa-მ იტალიის მთავრობასთან გარიგება უკვე გააფორმა, ახლა ყიდვის შესახებ შეთანხმება ევროკავშირის კონკურენციის ორგანომ უნდა დაამტკიცოს.

შეგახსენებთ, რომ ITA Airways-ი 2020 წლის ნოემბერში დაფუძნდა, 4 000 თანამშრომელი ჰყავს და ყოველწლიურად ავიაკომპანიას 10 მლნ მგზავრი გადაჰყავს.