ლონდონის ჰითროუს აეროპორტმა პარასკევს გამოაცხადა სრული დახურვა მთელი დღის განმავლობაში "ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი გათიშვის" გამო, ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ელექტროენერგიის გათიშვის, მიზეზი მიმდებარე ელექტრო სადგურზე არსებული დიდი ხანძარი გახდა, რამაც გამოიწვია მასიური შეფერხება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ სამგზავრო ცენტრში.
„აეროპორტის მომმარაგებელ ელექტრო ქვესადგურში გაჩენილი ხანძრის გამო, ჰითროუ განიცდის ელექტროენერგიის მნიშვნელოვან გათიშვას.
ჩვენი მგზავრების და თანამშრომლების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, ჰითროუ დაიკეტება 21 მარტს 23:59 საათამდე", - ნათქვამია ჰითროუს აეროპორტის განცხადებაში X-ზე.