Liv-ex ბირჟის Fine Wine 100 ინდექსი, 2025 წლის 11 თვის განმავლობაში 2.8%-ით დაეცა და 2020 წლის ბოლოსთვის დამახასიათებელ დონეს დაუბრუნდა. ინდექსი ეცემა ზედიზედ მესამე წელი – ამის შესახებ Financial Times-ი იუწყება.

11 თვის განმავლობაში ბორდოს ღვინოების ფასები 6.6%-ით, ბურგუნდიული ღვინოების - 4.4%-ით, ხოლო ვინტაჟური შამპანურის - 4.3%-ით შემცირდა.

„ეს საშინელებაა. იმედის სხივები ადრეც იყო, როდესაც ბაზარი ეცემოდა. თუმცა, ამჟამინდელ დათვურ ბაზარზე რაღა არ ვნახეთ“, - კომენტარი გააკეთა Liv-ex-ის ვიცე-თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯასტინ გიბსმა.

COVID-19 პანდემიის დროს ბაზარმა აღმავალი ტენდენცია განიცადა (ანუ ღვინის ფასები გაიზარდა): მყიდველებს ჰქონდათ უამრავი თავისუფალი დრო, თავისუფალი ნაღდი ფული და ადვილად ხელმისაწვდომი კრედიტი, რამაც ფასები 2022 წლის ბოლოსთვის რეკორდულად მაღალ ნიშნულამდე მიიყვანა.

ვრცლად rbc- ზე