ლიეტუვაში 13 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური ჩატარდა. Როგორც ყველა საარჩევნო უბანზე ბიულეტენების დათვლის შემდეგ გაირკვა, პირველი ტური მოიგო ოპოზიციურმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ხმების 19,3 პროცენტით. საპარლამენტო არჩევნების შუალედურ შედეგებს ასევე აქვეყნებს ადგილობრივი მედიაც.

ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ინგრიდა შიმონიტეს კონსერვატიული „სამშობლოს კავშირი“ მეორე ადგილზე გავიდა 17,9 პროცენტით.  14,9%-ით მესამე ადგილზეა ემიგიუს ჟემაიტაიტისის პოპულისტური პარტია „ნემანის გარიჟრაჟი“, რომელიც ცნობილია აშკარა ანტისემიტური რიტორიკით. ლიეტუვის ისტორიაში პირველად ხდება, როდესაც მსგავსი პარტია, შესაძლოა, გახდეს პარლამენტში ერთ-ერთი წამყვანი ძალა.

მეოთხე ადგილი დაიკავა დემოკრატების კავშირმა „ლიეტუვისთვის“ 9,2%-ით, მეხუთე ადგილზეა „ლიეტუვის გლეხთა და მწვანეთა კავშირი“ 7,7 პროცენტით. ხუთპროცენტიანი ბარიერი ასევე გადალახა ლიბერალურმა მოძრაობამ, რომელმაც ამომრჩეველთა შვიდი პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა.

ლიეტუვის სეიმის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 52,06%-მა. ამომრჩეველთა აქტივობა წინა არჩევნებთან შედარებით 5%-ით მეტი აღმოჩნდა.

პირველი არხი