ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტრო ხედავს ფიზიკური ბარიერის შექმნის აუცილებლობას ბელარუსთან საზღვრის მთელ სიგრძეზე, ჭაობების ჩათვლით. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა აგნე ბილოტაიტემ რადიო LRT-სთან საუბარში განაცხადა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაავალა სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურს შეაფასოს ეს შესაძლებლობა და უახლოეს მომავალში გაიმართება მოლაპარაკებები გარემოს დაცვის სამინისტროსთან ჭაობიან დაცულ ტერიტორიებზე ფიზიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესაძლებლობის შესაფასებლად“, - აღნიშნა აგნე ბილოტატიემ.
ამჟამად ლიეტუვა-ბელარუსის საზღვარზე გალავნისა და მავთულხლართების სახით შემოღობვა დამონტაჟებულია დაახლოებით 550 კმ-იან მონაკვეთებზე და ამ საზღვრის საერთო სიგრძე 679 კმ-ია. 100 კმ-ზე მეტი საზღვარი გადის მდინარეებზე, ტბებსა და ჭაობებზე, რომელიც ვიდეოკამერებით და სხვა ტექნიკური საშუალებებით კონტროლდება.