კორეულმა კომპანია LG-მ თავისი პირველი ჰიბრიდული ლეპტოპის გაყიდვა დაიწყო მოქნილი დისპლეით. ამის შესახებ Android Authority იუწყება.
Gram Fold მოწყობილობას 17 დუიმიანი OLED დისპლეი აქვს 2560×1920 პიქსელის გარჩევადობით, რომელიც 12-დუიმიან დიაგონალურ ეკრანად გარდაიქმნება.
კომპიუტერმა შეიძლება აჩვენოს ვირტუალური კლავიატურა ეკრანის მეორე ნახევარზე. ამავდროულად, LG-მ აღნიშნა, რომ მომხმარებლებს ლეპტოპთან ფიზიკური Bluetooth კლავიატურის დაკავშირება შეეძლებათ.
კომპანიამ აღნიშნა, რომ მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია როგორც ლეპტოპად, გარე მონიტორად ან პლანშეტად. გაშლისას მოქნილი ეკრანის სისქე 9,4 მილიმეტრია. ლეპტოპი 1,25 კილოგრამს იწონის.
LG Gram Fold-ს მე-13 თაობის Intel Core i5-1335U პროცესორი, Iris Xe გრაფიკული ამაჩქარებელი, 16 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 512 გიგაბაიტი NVMe მყარი დისკი, 3 სტერეო ხმის გამაძლიერებელი, Bluetooth 5.1, Wi-Fi 6E აქვს. კომპიუტერის ფასი 4,99 მილიონი ვონია ( დაახლოებით 3700 დოლარი).