უკვე სამი წელია, ლატვიაშია დაკანონებულია ნასვამი მძღოლებისთვის მანქანების ჩამორთმევა. ამ დროის განმავლობაში კონფისკაცია 2000-ზე მეტ სატრანსპორტო საშუალებას შეეხო. მათი ნაწილი აუქციონზე ხვდება, ნაწილი კი უკრაინაში იგზავნება. ზემგალეს რეგიონული ტელევიზიის ცნობით, კონფისკაციას დაქვემდებარებული ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ძვირადღირებული ავტომობილია „ფერარი“, რომელსაც აუქციონზე 176 000 ევროდ გაიყიდა.

სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს განკარგულებაში, ლატვიის მასშტაბით, ამჟამად შვიდი ავტოსადგომია, სადაც მთვრალი მძღოლებისთვის ჩამორთმეული მანქანები გადაჰყავთ. ეს, უმეტესად, 2005-2008 წლებში გამოშვებული მსუბუქი ავტომობილებია. ამასთან, ყოველი მეათე კონფისკირებული ავტომობილი ლუქს-კლასისაა.

„ამ კუთხით, ლიდერობენ „ფოლკსვაგენი“, „აუდი“, „ვოლვო“, BMW. ეს ის მანქანებია, რომლებსაც გზებზე ყოველდღე ვხედავთ. ისინიც გზაზე გააჩერეს, რაც ნიშნავს, რომ ყველა მწყობრშია (...)“, - ამბობს ლატვიის სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს რესურსების მართვის ხელმძღვანელი, იანის ნებარსი.

სააგენტომ, ამ წლის დასაწყისში, კონფისკირებული ავტომობილების განკარგვა სახელმწიფო შემოსავლების სამსახურისგან გადაიბარა. ის ორგანიზებას უწევს როგორც აუქციონებს, ისე ავტომობილების უკრაინისთვის გადაცემას.

„არსებობს რეალიზების ორი ტიპის მექანიზმი. თუ ავტომობილის შეფასება ათ ათას ევროს აღემატება, ის აუქციონზე გადის და შესაბამის ვებ-გვერდზე იდება, ხოლო თუ ავტომობილის ღირებულება ათ ათას ევროზე ნაკლებია, ტარდება ფასთა კვლევა“, - აღნიშნა ნებარსმა.

წელს რეალიზებული ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი იყო „ფერარი“, რომელიც აუქციონზე 176 000 ევროდ გაიყიდა.

ბევრი ჩამორთმეული მანქანა უკრაინაში იგზავნება. ამ მომენტისთვის საუბარია 324 ავტომობილზე. უკრაინაში მათ გაგზავნაში არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ჩართულნი.

სახელმწიფო პოლიციაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კონფისკაციას პრევენციული ეფექტი ჰქონდა. „მიმდინარე წლის ათ თვეში 547 ავტომობილის კონფისკაცია მოხდა, წინა წლის ათ თვეში - 664-ის. ეს ციფრები სიმთვრალისთვის დაკავებული მძღოლების რაოდენობას შეესაბამება“, - გაანცხადა ლატვიის სახელმწიფო პოლიციის რეაგირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იურის იანჩევსკისმა.

მისივე თქმით, ნასვამი მძღოლის პროფილი წლების განმავლობაში არ შეცვლილა: ეს, ძირითადად, არის 30-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომლის მიერ მანქანის მართვა, ხშირ შემთხვევაში, მის სამსახურებრივ მოვალეობებს უკავშირდება.

წყარო: 1 არხი