ორშაბათს, 16 დეკემბერს, ლატვიის ბანკი კომბოსტოს ფორმის ვერცხლის საკოლექციო მონეტას „კომბოსტო“–ს გამოუშვებს. როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, ამის შესახებ დაწესებულება საკუთარ ვებგვერდზე იტყობინება.
საკოლექციო მონეტა "კომბოსტო" შექმნა მხატვარმა მარტინშ როზენფელდმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ლატვიის ბანკის მიერ 2023 წლის ბოლოს ორგანიზებულ დიზაინის ღია კონკურსში.
„კომბოსტო“ ლიმიტირებული ტირაჟით 3500 მონეტა გამოიცემა, მისი ფასი 89 ევრო იქნება, ხოლო ერთ ადამიანზე არაუმეტეს ოთხი ეგზემპლარი გაიყიდება.