საბერძნეთის კუნძულ როდოსზე, ტყის ხანძრის გამო, სტიქიის ზონიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სანაპირო დაცვის ხომალდებითა და 30-ზე მეტი კერძო ნავით ორი ათასზე მეტი ადამიანი გაიყვანეს კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილზე მდებარე სანაპიროებიდან. ევაკუირებულთა შორის არიან ტურისტები.

ტყის ხანძარი კუნძულზე უკვე ხუთი დღეა, მძვინვარებს. ცეცხლის ჩაქრობას ძლიერი ქარი აფერხებს. ხანძარმა დააზიანა სამი სასტუმრო ზღვისპირა სოფელ კიოტარიში.