რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებით, გასულ ღამეს უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე თავდასხმა განახორციელა.  კრემლის ცნობით, საფრენი აპარატები წყობიდან იქნა გამოყვანილი, შემთხვევის შედეგად კი არავინ დაშავებულა.

კრემლში განაცხადეს, რომ მომხდარს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სიცოცხლის მოსპობის მცდელობად აფასებენ. „რუსეთი იტოვებს უფლებას მიიღოს საპასუხო ზომები იქ და იმ დროს, როცა მიზანშეწონილად ჩათვლის,"- აცხადებენ პუტინის პრესსამსახურში.

დმიტრი პესკოვის განცხადებით, ინციდენტი ვერ შეცვლის კრემლის გეგმებს, რომელიც წითელ მოედანზე აღლუმის გამართვას გულისხმობს, და ამ ღონისძიებებში ვლადიმირ პუტინიც მიიღებს მონაწილეობას.

კრემლის განცხადების გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა გამოაცხადა, რომ რუსეთის დედაქალაქში დრონების გაშვება იკრძალება. გამონაკლისი კეთდება იმ მოწყობილობებისთვის, რომლებიც გამოიყენება „ხელისუფლების გადაწყვეტილებით“.