მიმდინარე წლის ზაფხულში სანაპირო კოსტა დელ სოლზე შეზლონგებზე რიგი გამთენიისას იწყება, ზოგიერთი ოჯახი ცდილობს, რომ სანაპიროზე და სასტუმროებში განთავსებულ აუზებთან შეზლონგებზე ადგილი მცირეწლოვანი შვილების გამოყენებით დაიკავონ და ზრდასრულებთან შედარებით უპირატესობა მოიპოვონ. გამცემა Dailymail-ის ექსკლუზიური კადრები გვაჩვენებს, რომ დამსვენებლებს შეზლონგამდე მისაღწევად ორი საათი სჭირდებათ.
„შეზლონგებისთვის ომია“ ოთხ ვარსკვლავიან სასტუმრო Estival Torrequebrada-ში, ბენალმადენაში, რომელიც მალაგას დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. სამხრეთ ესპანეთში დამსვენებლებმა აუზების გახსნამდე დაიკავეს თადარიგი და დროის გასაყვანად დასაკეცი სკამი და წიგნი მიიტანეს. როგორც გამოცემასთან ერთ-ერთი მოწმე აღნიშნავს, ჭიშკრის გახსნისთანავე, ნამდვილი სიგიჟე ხდებოდა რადგან ადამიანები შეზლონგებიკენ გარბოდნენ, ზოგიერთი მშობელი კი შეზლონგებზე ადგილის დასაკავებლად შვილებს უშვებდა, რადგან ისინი უფრო მოქნილები და სწრაფები არიან.
ერთ-ერთმა დამსვენებელმა აღნიშნა, რომ სასტუმროში ორი აუზია, ერთი ბავშვებისთვის, ხოლო მეორე ზრდასრულებისთვის, მისივე თქმით ყველა ცდილობს, რომ რაც შეიძლება ახლოს დაწვეს სასრიალოებთან, თუმცა მისივე თქმით სასტუმროებს აუზებზე დამსვენებელთათვის საკმარისი ადგილი არ აქვთ,.
რაც შეეხება ესპანეთის სანაპიროებს, დამსვენებლები ცდილობენ, რომ სანაპიროებზე პირსახოცები გამთენიის ხანს განათავსოს და ადგილი დაიკავოს.