კოსოვოს შეიარაღებულმა ძალებმა თავიანთი არსენალი თურქული კომპანიიას მიერ წარმოებული Bayraktar TB2-ის ტიპის დრონებით შეავსეს. ამის შესახებ კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ Facebook-ზე დაწერა. მან ხაზი გაუსვა, რომ „კოსოვო კიდევ უფრო უსაფრთხო“ გახდა.

„ჩვენ შევავსეთ ჩვენი არმიის არსენალი Bayraktar TB2-ის თვითმფრინავებით, რომლებიც ჩვენმა მთავრობამ თურქეთისგან შეიძინა. ამ ორი წლის განმავლობაში  არმიის ბიუჯეტი 100%-ზე მეტით გავზარდეთ“, - წერს კოსოვოს პრემიერი.

მას არ დაუკონკრეტებია, რამდენი დრონი შეიძინეს თურქული კომპანიისგან.