აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი კრის რაითი აცხადებს, რომ მისი მოლოდინით, ირანთან ომი „მომდევნო რამდენიმე კვირაში“ დასრულდება.

„ვფიქრობ, ეს კონფლიქტი აუცილებლად დასრულდება მომდევნო რამდენიმე კვირაში, შესაძლოა, უფრო ადრეც. მაგრამ კონფლიქტი დასრულდება რამდენიმე კვირაში და ამის შემდეგ ვნახავთ ენერგომომარაგების აღდგენას და ფასების კლებას“, – განაცხადა კრის რაითმა „ეიბისი ნიუსთან“ ინტერვიუში.

კრის რაითმა აღნიშნული კომენტარი გააკეთა იმ ფონზე, როდესაც ნავთობის ფასები მკვეთრად იზრდება, რაც აშშ-ში საწვავის გაძვირებას იწვევს.

„ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებდით, რომ მოკლევადიან რყევები გვექნებოდა, გამოვიწვევდით ფასების გარკვეულ ზრდას ამერიკელებისთვის. დღეს ფასები ჯერ კიდევ გაცილებით დაბალია, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იყო, როდესაც ისინი ირანს ევედრებოდნენ, ვაჭრობდნენ და ქრთამს აძლევდნენ, რომ უკეთ მოქცეულიყო. ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ბენზინი 5 დოლარი ღირდა. ვიმედოვნებთ, ამჯერად ამ ნიშნულს არ მივაღწევთ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ბენზინის ფასების ეს ზრდა იმისთვისაა, რაც სამუდამოდ შეცვლის გეოპოლიტიკურ ვითარებას მსოფლიოში“, – განაცხადა აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა.

1tv.ge