თურქული კომპანია Baykar, რომელიც  Bayraktar TB-2  ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს, უკრაინაში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. განცხადება ამის შესახებ მისმა ხელმძღვანელმა ჰალუკ ბაირაქტარმა კიევში გამართულ ფორუმზე გააკეთა.

ბიზნესმენის თქმით, თურქული დრონების წარმოების ქარხანა კიევში წელიწად-ნახევარში აშენდება და იქ 300 ადამიანი დასაქმდება.

უკრაინაში ბაირაქტარების წარმოების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე გაფორმდა. 2022 წლის თებერვლის დასაწყისში მას ხელი მოაწერეს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. თურქეთის ხელისუფლებამ კი Baykar-ს უკრაინაში დრონების წარმოების ლიცენზია 2023 წლის ივნისში მისცა.

უკრაინაში წარმოებული დრონები, ასევე უკრაინული წარმოების ძრავებით აღიჭურვება.

mtavari.tv