ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, კოლუმბიის სანაპიროსთან 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მონტერიას ჩრდილო-დასავლეთით 84 კილომეტრში მდებარეობდა, კერა 56 კმ სიღრმეზე იყო.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.