კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შუაღამისას, ქალაქზე თავდასხმის შედეგად დედაქალაქის დესნიანსკის რაიონში სამი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.
კიევის მერის განცხადებით, დაღუპულებს შორის ორი ბავშვია. მისივე ინფორმაციით, დედაქალაქის დესნიანსკისა და დნეპროვსკის რაიონებში 7 ადამიანია ჰოსპიტალიზებული.
რუსულმა ძალებმა მაისში კიევს 17-ჯერ დაარტყეს. აქედან სამი თავდასხმა ერთ დღეში განხორციელდა.