უკრაინულმა არქიტექტურულმა სტუდიამ 3D-პრინტერით დაბეჭდილი გაჩერება-თავშესაფრის დიზაინი წარმოადგინა. ეს ტექნოლოგია საშუალებას მისცემს ძალიან სწრაფად აწარმოონ და ქვეყნის მასშტაბით განათავსონ მსგავსი ნიმუშები.

„ბეტონის ნაზავი, რომელიც გამოიყენება თავშესაფრის ასაშენებლად, მკაცრ ტესტირებას გადის გამძლეობისა და ნამსხვრევებისგან დაცვის შესაძლებლობებთან დაკავშირებით. გაჩერების ფუტურისტული ინოვაციური დიზაინი კი  ნებისმიერ ურბანულ ლანდშაფტს მოერგება “, - აცხადებენ არქიტექტორები.

სტუდია წერს, რომ პირველი ასეთი გაჩერება-თავშესაფარი კიევში უნდა გამოჩნდეს.