ჩეხური კერძო სარკინიგზო კომპანია RegioJet უკრაინიდან გერმანიაში მატარებლის 2 პირდაპირი რეისის ამოქმედებას გეგმავს. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება. 

კომპანიის განცხადების თანახმად, კიევი - ბერლინი, კიევი - ჰანოვერის რეისების დანიშვნის მიმართ მოლოდინები ოპტიმისტურია, რადგან გერმანიაში უფრო მეტი უკრაინელი ჩადის, ვიდრე ჩეხეთში. 

კომპანიას ასევე სურს, რომ დაამატოს პრაღა-ჩოპის პირდაპირი რეისი და საკუთარი მატარებლების ლვოვის ოლქში გაჩერების უფლება მიიღოს.

უკრაინიდან გერმანიაში მატარებლის პირდაპირი რეისების შესრულება 2024 წლიდან დაიწყება.