2 ივნისს, აღმოსავლეთ ინდოეთის შტატ ოდიშაში, სარკინიგზო შემთხვევას 120 ადამიანი ემსხვერპლა და 850-მდე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით ერთმანეთს სამი მატარებელი შეეჯახა, შემთხვევა სოფელ ბაგანაგასთან, ამავე სახელწოდების სადგურთან მოხდა.
ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით ერთმანეთს ორი სწრაფი სამგზავრო მატარებელი და სუპერსწრაფი ექსპრესი შეეჯახა.
შედეგად, ერთი სამგზავრო მატარებლის რამდენიმე ვაგონი და მეორე სამგზავრო მატარებლის რამდენიმე ვაგონი რელსებიდან გადავიდა.
წინასწარი ინფორმაციით, ორი სამგზავრო მატარებელი გაურკვეველი მიზეზით იმავე ლიანდაგზე მოძრაობდა.
ინდოეთის ხელისუფლება დაზარალებულებს და დაღუპულთა ოჯახებს ზარალის ანაზღაურებას უკვე დაჰპირდა.