ხორვატიის თავდაცვის სამინისტროს აშშ-გან Himars-ის ტიპის საარტილერიო სარაკეტო სისტემების შეძენა სურს. ინფორმაციას Defense News-ი ავრცელებს.

„მოდერნიზაცია და ახალი შეიარაღებისა და აღჭურვილობის დანერგვა ხორვატიის შეიარაღებული ძალების არსებულ შესაძლებლობებს აძლიერებს და ავითარებს“, - ციტირებს გამოცემა ხორვატიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს.

ხორვატიის თავდაცვის სამინისტრო საკუთარი ჯარის აღჭურვას Himars M142 ტიპის სისტემებით აპირებს. ოფიციალურ ზაგრებს იმედი აქვს, რომ მთავრობათაშორისი ხელშეკრულება 2024 წლის ბოლომდე გაფორმდება.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს არ გაუმხელია, თუ რა რაოდენობის შეიარაღების ყიდვას აპირებს ის ამერიკული მხარისგან.

წყარო: იმედინიუსი