უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა მოსკოვსა და მოსკოვის რეგიონზე დრონებით თავდასხმაზე კომენტარი მედიასთან გააკეთა.
„თქვენ იცით, რომ ჩვენ ხელოვნური ინტელექტის ერაში ვართ. შესაძლოა ყველა დრონი არაა მზად უკრაინაზე თავდასხმისთვის და თავის შემქნელებთან დაბრუნება მოუნდათ და შესაბამისი ფორმით კითხვის დასმა: „რატომ გვაგზავნით ბავშვებზე თავდასასხმელად უკრაინაში? კიევზე? და ასე შემდეგ.
პოდოლიაკმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის და უკრაინელებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია რუსული დრონების თავდასხმები მათ ტერიტორიაზე, კერძოდ კიევზე, რომელიც თითქმის ყოველდღიურად ხდება.
„ადამიანებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ შეუძლიათ ცალმხრივი თამაში ითამაშონ, რომ შეუძლიათ სხვა სუვერენული სახელმწიფოს განადგურება აბსოლუტურად დაუსჯელად - 15 თვის შემდეგ ვერ გაიგეს, რომ 2014 წელი აღარ განმეორდება?“ - განაცხადა პოდოლიაკმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა კავშირი უკრაინას მოსკოვზე დრონებით თავდასხმასთან, პოდოლიაკმა განაცხადა, რომ „ჩვენ სიამოვნებით ვადევნებთ თვალს და თავდასხმების რაოდენობების გაზრდას ვპროგნოზირებთ. მაგრამ რა თქმა უნდა პირდაპირი კავშირი არ გვაქვს,“- აღნიშნა პოდოლიაკმა.