კანადის უძველესი ლუდსახარში, Moosehead Breweries Ltd., რომელმაც მარტში გამოუშვა ლუდის გიგანტური ყუთი 1461 ქილით, არ არის დარწმუნებული, რომ შეძლებს ამ პროდუქტზე მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამის შესახებ Bloomberg წერს.

ლუდის ქილების რაოდენობა საქმეში შემთხვევითი არ არის. კანადელმა მწარმოებელმა გამოთვალა, რომ ზუსტად ამდენი დასჭირდება კანადის მცხოვრებს, თუ ის დღეში ერთ ქილას დალევს, რათა „გადაიტანოს“ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადა.

გამოცემის თანახმად, პირველი ყუთი, რომელსაც „საპრეზიდენტო“ (Presidential Pack) ერქვა, პროდუქტის გამოშვებიდან 11 წუთში გაიყიდა. ამ დროისთვის სულ გაყიდულია ასეთი 10 ყუთი.

ლუდის გიგანტური ყუთი 2445 დოლარი ღირს. ის 862 კგ-ს იწონის, რაც, Bloomberg-ის ცნობით, ორი საკონცერტო როიალის წონას უტოლდება. 

ვრცლად rbc–ზე