დასავლეთ კანადაში ძლიერი ხანძრის გამო თითქმის 25,000 ადამიანია ევაკუირებული. ტყის ხანძრები მთელ რეგიონში მძვინვარებს. ამის მიზეზი ცხელი ამინდი და ძლიერი ქარი გახდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს

ალბერტას პრემიერ-მინისტრმა დანიელ სმიტის თქმით, ტყის ხანძრები მშრალმა გაზაფხულმა გამოიწვია. ამ დრომდე დაახლოებით 122 000 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა. ქარის გამო, ხანძარი უკონტროლოა.

ყველაზე მეტად დრეიტონ-ველი და ფოქს-ლეიქი დაზარალდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენები და სპეციალური საჰაერო ცისტერნები.