აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი თავის რესპუბლიკელ კონკურენტს, დონალდ ტრამპს შვიდ საკვანძო შტატში ასწრებს.

გამოკითხვა „ბლუმბერგმა“ ჩაატარა.

„ბლუმბერგი“ წერს, რომ ეს ის შტატებია, რომლებიც, როგორც წესი, არჩევნების ბედს წყვეტენ.

„ბლუმბერგის“ გამოკითხვის მიხედვით, ჰარისი ამ შტატებში ორი პროცენტით ლიდერობს.

გამოკითხვაში შვიდი შტატის 4962 რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.

1tv.ge