კაკაოს ფიუჩერსული ფასები 20-თვიან მინიმუმამდე დაეცა, რაც ბოლო დროს დაფიქსირებულ პიკთან შედარებით დაახლოებით ნახევრით ნაკლებია.
ნიუ-იორკში კაკაოს მარცვლების ყველაზე აქტიური ფიუჩერსული კონტრაქტი სესიის განმავლობაში ტონაზე 6,150 დოლარამდე დაეცა. გასული წლის დეკემბერში კონტრაქტის ფასი 12 000 დოლარზე მეტად ივაჭრებოდა.
ლონდონში კაკაოს ფიუჩერსული ხელშეკრულებები ტონაზე 4,262 ფუნტ სტერლინგად (5,713 აშშ დოლარი) ივაჭრება, რაც გასული წლის აპრილში მიღწეულ მრავალწლიან მაქსიმუმზე 58%-ით ნაკლებია.
კაკაოს ფასების კლება მომხმარებელთა მოთხოვნის შემცირების შედეგია, რაც, თავის მხრივ, ბოლო წლებში ფასების მკვეთრმა ზრდამ განაპირობა, იუწყება Financial Times ანალიტიკოსებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, ექსპერტები დასავლეთ აფრიკის კაკაოს უდიდეს მწარმოებელ ქვეყნებში კაკაოს კარგ მოსავალს ელიან.