"რუსეთ-უკრაინის ომის დასასრული და ევროპის მომავალი" - ასე ქვია JPMorganChase-ი ანგარიშს, რომელშიც უკრაინაში ომის დასრულების რამდენიმე სცენარია გაანალიზებული. მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს მსგავსი სცენარია.
JPMorganChase-ი უკრაინისთვის ოთხ სცენარს განიხილავს: 1.საუკეთესო - სამხრეთ კორეის; 2.კარგი - ისრაელის; 3.არც ისე კარგი - საქართველო; 4.ყველაზე ცუდი - ბელორუსი;
ყველაზე რეალისტურად ბანკი "საქართველოს სცენარს" მიიჩნევს. ამ სცენარს JPMorgan-ი ყველაზე რეალისტურად (50%) განიხილავს და ის ასეთია: უცხოელი ჯარებისა და ძლიერი სამხედრო მხარდაჭერის არარსებობის პირობებში, უკრაინაში არასტაბილურობაა, შეფერხებულია აღდგენა და ეკონომიკური ზრდა. უცხოური მხარდაჭერის შემცირება და დასავლური ინტეგრაციის (ევროკავშირი და NATO) გზიდან გადასვლა, თანდათანობით ქვეყანას რუსულ ორბიტაზე აბრუნებს.
რაც შეეხება, სხვა სცენარებს, ბანკის შეფასებით, "საუკეთესო სცენარი - სამხრეთ კორეა" ალბათობა ძალიან დაბალია (15%): პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვერ იღებს ვერც NATO-ს წევრობას და ვერც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენას. მაგრამ თუ ის შეძლებს ქვეყანაში ევროპული ძალების განთავსებას, რომელსაც ზურგს გაუმაგრებს ამერიკის დაპირება სადაზვერვო და სხვა სახის დახმარებაზე, მაშინ უკრაინის 80% [კიევის მიერ კონტროლირებადი] სტაბილურ, კეთილდღეობისა და დემოკრატიის გზაზე გადავა. ამას გარდა, ამ სცენარში დასავლეთი ასრულებს პირობას და უკრაინას გადასცემს გაყინულ რუსულ რეზერვებს [დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის ღირებულების], რაც დადებითად აისახება უკრაინის რეკონსტრუქციაზე.
"კარგი სცენარით - ისრაელი" მოვლენების განვითარების შესაძლებლობა შედარებით დაბალია (20%): ძლიერი სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა, თუმცა რაიმე მნიშვნელოვანი სამხედრო დანაყოფების გარეშე (უკრაინის ტერიტორიაზე), უკრაინას მისცემს შესაძლებლობას მოდერნიზება გაუკეთოს სამხედრო სფეროს, რაც საბოლოოდ საშუალებას მისცემს ქვეყანას თავი დაიცვას. თუმცა ამ სცენარში ომი ყოველთვის მის კართან იქნება.
"ყველაზე უარესი სცენარი - ბელორუსი" ალბათობა ძალიან მცირეა (15%): თუ აშშ მიატოვებს უკრაინას, რასაც დაემატება ევროპის არასაკმარისი ნაბიჯები, რუსეთი მაქსიმუმს მოითხოვს და ეცდება სრულ კაპიტულაციას მიაღწიოს, რაც უკრაინისთვის ნიშნავს მოსკოვის ვასალობას. ამ სცენარში რუსეთი იგებს ომს, ყოფს დასავლეთს და ცვლის მეორე მსოფლიო ომის შემდგომ საერთაშორისო წესრიგს.
JPMorgan-ის ვარაუდით, რუსეთ-უკრაინას შორის შეთანხმება მიმდინარე წელს შედგება , რადგან: 1.ევროპას იარაღი უმცირდება, ხოლო უკრაინას მებრძოლები, აშშ-ის კი მოთმინება. 2.ტრანსატლანტიკური ერთობა ირღვევა. 3.ეს ყველაფერი უკრაინის პრეზიდენტს აიძულებს რუსებთან გააფორმოს შეთანხმება, რომელიც, JPMorganChase-ის შეფასებით, შეაჩერებს ბრძოლას, თუმცა შორს იქნება სრულყოფილი სამშვიდობო პროცესისგან.
ანგარიშის მიხედვით, შეთანხმების ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება შემდეგ ფაქტორებზე: 1. რამდენად კმაყოფილი დარჩება თავად პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. 2. თავად უსაფრთხოების გარანტიების სიმტკიცე, ანუ, რამდენად მყარი იქნება გარანტიები უკრაინისთვის, რათა მომავალში აგრესიის პრევენცია მოხდეს და ქვეყანას ჰქონდეს შესაძლებლობა ხელახლა დაიწყოს აღმშენებლობა.