„მილანმა“ და „ინტერმა“ დაასრულეს „სან სიროს“ სტადიონის შეძენა და დაადასტურეს მისი დანგრევისა და 71,500 მაყურებლიანი არენით ჩანაცვლების გეგმები. ეს იმას ნიშნავს, რომ ლეგენდარული სტადიონი “სან სირო”, რომელზედაც 1947 წლიდან ორი იტალიური გრანდი “მილანი” და “ინტერი” თამაშობს, დაინგრევა.

“ინტერმა“ და “მილანმა“ მერიისგან “სან სიროს“ სტადიონის 197 მილიონ ევროდ შეიძინეს. სტადიონის რეკონსტრუქციის სამუშაოები 2027 წელს დაიწყება და კლუბების მხრიდან დაახლოებით 1.2 მილიარდი ევროს კერძო ინვესტიციას ითვალისწინებს.

მოედანი ბოლო წლების განმავლობაში საერთაშორისო სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებდა.

ახალი სტადიონის ტევადობა “სან სიროსთან” შედარებით დაახლოებით, 4000-ით ნაკლები იქნება. მისი დიზაინი 2026 წლის პირველ ნახევარში გამოქვეყნდება.