ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „კოვიდ 19“-თან დაკავშირებით გლობალური საგანგებო მდგომარეობა დასრულებულად გამოაცხადა.
„გუშინ საგანგებო სიტუაციების კომიტეტი მეთხუთმეტედ შეიკრიბა და რეკომენდაცია გამიწია, გამომეცხადებინა საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობის დასრულება. მე მივიღე ეს რჩევა. ამიტომ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებულ გლობალური ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობას დასრულებულად ვაცხადებ“, – განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო ფაზა დასრულდა, პანდემია არ დასრულებულა.