2023 წლის პირველ კვარტალში რვა ახალი უცხოური ბრენდი (ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო საქონელი) შევიდა რუსეთის ბაზარზე, წერს Forbes საკონსულტაციო კომპანია CORE.XP-ის მონაცემებზე დაყრდნობით.

„ეს მონაცემი არის მთელი 2022 წლის განმავლობაში ბაზარზე გამოჩენილი ბრენდების რაოდენობის თითქმის ნახევარი,“ - აღნიშნავს კომპანია. 

CORE.XP-ის მიხედვით, რუსეთში შევიდა რამდენიმე თურქული ქსელი (Loft Jeans, NetWork, Club, AC&Co, Madam Coco), ერთი ბელარუსიდან (Swed House), თითო საფრანგეთიდან (JACADI) და პოლონეთიდან (PitBull West Coast). 

NF Group-ის საცალო უძრავი ქონების დეპარტამენტის დირექტორის, ევგენია ხაკბერდიევას თქმით, ახალი მაღაზიების გახსნაზე მოლაპარაკებები გასულ წელს დაიწყო, მაგრამ ისინი მხოლოდ წელს გაიხსნა.

ალექსეი ვანჩუგოვი, Vanchugov & Partners-ის მმართველი პარტნიორი, რუსეთში უცხოური საცალო ვაჭრობის გააქტიურებას უკავშირებს იმ მოთამაშეებთან საიჯარო ხელშეკრულებების შეწყვეტის დასრულებას, რომლებიც ტოვებენ ბაზარს ან ამცირებენ ფილიალების რაოდენობას.

CORE.XP-ის მიხედვით, 2022 წლის დასაწყისიდან საერთაშორისო საცალო ვაჭრობის 15,38%-მა მთლიანად დატოვა რუსული ბაზარი. 2023 წლის პირველ კვარტალში, CORE.XP-ის შეფასებით, მოსკოვის სავაჭრო ცენტრებში ქირავნობის ტარიფი 5%-ით შემცირდა 71200 რუბლამდე 1 კვ.მ.-ზე წელიწადში.