კიოლნის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის (IW) ეკონომისტები 2025 წელს გერმანიის ეკონომიკაში რეცესიას პროგნოზირებენ შეერთებულ შტატებთან მზარდი სავაჭრო დაძაბულობის გამო – ამის შესახებ IW-ის ახალ ეკონომიკურ პროგნოზშია ნათქვამი.
ინსტიტუტის შეფასებით, გერმანიის მშპ წელს შესაძლოა 0.2%-ით შემცირდეს. ეს ზედიზედ მესამე წელია, რაც რეცესიაა მოსალოდნელი - გერმანიის ისტორიაში ასეთი ხანგრძლივი დაღმასვლის პერიოდი არასდროს დაფიქსირებულა.