დიდი ბრიტანეთის ეკონომიკის ზარალი, ივნისის რეკორდული სიცხის გამო 1.15 მილიარდ ფუნტ სტერლინგად (1.5 მილიარდი აშშ დოლარის) არის შეფასებული, – ეს შედეგი აჩვენა ქვეყნის თითქმის 2000 მოქალაქის გამოკითხვაზე დაფუძნებულმა კვლევამ.

ანომალიურმა სიცხემ გავლენა მოახდინა ბრიტანელების სამუშაო საათებზე, რომლებიც ივნისის ბოლო კვირაში, როდესაც დიდ ბრიტანეთში ტემპერატურა თითქმის ყოველდღე რეკორდებს აახლებდა, ჩვეულებრივზე საშუალოდ 30 წუთით ნაკლებს მუშაობდნენ. რესპონდენტებმა ასევე აღნიშნეს ძილის ხარისხის გაუარესება და სხვა ჯანმრთელობის პრობლემები.

ვრცლად interfax – ზე