დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მშობელი, კახა წიქარიშვილი წერს სოციალურ ქსელში წერს, რომ თუ რამდენიმე დღეში წამლების შემოტანაში შედეგი არ ექნებათ, ისევ ხალხს მიმართავენ დასახმარებლად.

"დიუშენის წამლების შემოტანის ვადა უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. ამასობაში კიდევ ერთი ბავშვი დავკარგეთ...

მოლაპარაკების პროცესს ჩვენ არ ვახმაურებთ იმის გამო რომ ხელი არ შეეშალოს, მაგრამ თუ რამდენიმე დღეში შედეგი არ გვქონდა, ისევ ხალხს უნდა მოგმართოთ დასახმარებლად." - წერს მშობელი.

23 ივლისს, ორგანიზაცია "ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას" განცხადებით, დაიღუპა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტი, 17 წლის საბა მაკარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ივანიშვილის პრემიერს პირველად 3 ივნისს შეხვდნენ. 4 ივნისს, მეორედ შეხვედრის შემდეგ, კობახიძემ განაცხადა, რომ "სამუშაო ჯგუფი", რომელიც რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე.
ამ შეხვედრის მერე კომენტარი მშობლებმაც გააკეთეს, მათი თქმით, მედიკამენტებზე შეთანხმება შედგა და დაახლოებით ორ თვეში ორი კონკერტული მედიკამენტი საქართველოში შემოვა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების განცხადებით, 8 ივლისს მიხეილ სარჯველაძესთან გამართულ შეხვედრაზე გაირკვა, რომ ერთ-ერთი მედიკამენტის საქართველოში ხელმისაწვდომობის საკითხზე მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ეტაპზეა, ხოლო მეორე მედიკამენტთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალები მომდევნო კვირას გახდება ცნობილი.