უკრაინულმა დრონებმა სანქტ-პეტერბურგში რუსეთის უმსხვილესი ონლაინ-რიტეილერების, Ozon-ისა და Wildberries-ის, ლოგისტიკურ ობიექტებზე იერიში მიიტანეს. თავდასხმის ამსახველი კადრები ადგილობრივ Telegram-არხებზე ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმების შედეგად სულ მცირე სამ სხვადასხვა ლოკაციაზე დაახლოებით 10 საწყობი და ტვირთის მიმღები ტერმინალი განადგურდა.

ამ დროისთვის რუსეთის ოფიციალურ უწყებებს თავდასხმის მასშტაბისა და მიყენებული ზარალის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ გამოუქვეყნებიათ, ხოლო გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი გადამოწმება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.