„პანათინაიკოსი“ გიორგი გოჩოლეიშვილის დამატებას ცდილობს, – ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი რუდი გალეტი ავრცელებს.

ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის მტკიცებით, ათენურმა კლუბმა საქართველოს ნაკრების მცველთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

24 წლის მარჯვენა მცველის სატრანსფერო უფლებებს დონეცკის „შახტარი“ ფლობს, გასული სეზონი კი მან საიჯარო ხელშეკრულებით გერმანიის ბუნდესლიგის „ჰამბურგში“ გაატარა.

გალეტის თქმით, შესაძლოა, გოჩოლეიშვილმა „შახტარი“ დატოვოს, რადგან, ბერძნული გუნდის გარდა, მის შესახებ ინფორმაცია სხვა კლუბებმაც გამოითხოვეს.

წყარო: პირველი არხი