აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც 2027 წელს ქვეყნის სამხედრო საჭიროებებისთვის $1.15 ტრილიონის გამოყოფას ითვალისწინებს.
კანონპროექტს მხარი 216-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგი 212 იყო. ახლა დოკუმენტს სენატი განიხილავს და დამტკიცების შემთხვევაში ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეგზავნება.
Politico-ს ცნობით, კანონპროექტის სენატში დამტკიცება შესაძლოა რთული აღმოჩნდეს, რადგან ამისთვის სულ მცირე 60 სენატორის მხარდაჭერაა საჭირო.
წარმომადგენელთა პალატამ ასევე დაამტკიცა $95 მილიარდის გამოყოფის შესახებ ინიციატივა, საიდანაც $73 მილიარდი ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაფინანსებისთვისაა გათვალისწინებული. დოკუმენტს ასევე სენატი განიხილავს.
მანამდე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა სენატორებს განუცხადა, რომ ირანთან ომი ქვეყანას უკვე $37.5 მილიარდი დაუჯდა.