იტალიელი მეღვინეების ვალების საპროცენტო გადასახადები 2024 წელს 306 მილიონ ევრომდე გაიზრდება, რაც ორჯერ მეტია ვიდრე 2022 წელს (€126 მლნ.) – ამის შესახებ Bloomberg–ი საკონსულტაციო კომპანია Studio Impresa-ს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც საკონსულტაციო კომპანიაში აღნიშნავენ, იტალიური მარნები თავიდანვე საოჯახო ბიზნესი იყო და ძირითადად ასეთად რჩებიან. ისინი ხშირად ეყრდნობიან ნასესხებ სახსრებს. 2024 წელს იტალიელი მეღვინეები დადგნენ ისეთი გამოწვევების წინაშე, როგორიცაა მოსავლის შემცირება კლიმატის ცვლილების გამო და ნელი გაყიდვები მომხმარებელთა გემოვნების შეცვლის გამო.