ისრაელში აცხადებენ, რომ ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, ისრაელმა ირანზე დარტყმა დაიწყო და ისრაელში „განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, განხორციელდა რამდენიმე დარტყმა და ისინი მიმართული იყო „ირანის ბირთვული პროგრამისა და სხვა სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ“.
„დღეს ირანი უფრო ახლოსაა ბირთვული იარაღის მიღებასთან, ვიდრე ოდესმე. ირანის რეჟიმის ხელში მასობრივი განადგურების იარაღი წარმოადგენს ეგზისტენციალურ საფრთხეს ისრაელის სახელმწიფოსთვის და მნიშვნელოვან საფრთხეს მსოფლიოსთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, „მზად არიან, გააგრძელონ მოქმედება საჭიროებისამებრ“.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, თეირანის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ყველა რეისი შეჩერებულია.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ისრაელის მიერ ირანის დედაქალაქში საცხოვრებელი შენობების დაბომბვის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.
1tv.ge